თავში

IBRD-ის დაფინანსება 40 მილიონიდან 23 მილიონამდე შემცირდა

IBRD-ის დაფინანსება 40 მილიონიდან 23 მილიონამდე შემცირდა
IBRD-ის დაფინანსება 40 მილიონიდან 23 მილიონამდე შემცირდა

საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის. ხელშეკრულებით IBRD-ს საქართველოსთვისუნდა გამოეყო 40 მლნ დოლარი, რომელიც  ფართომასშტაბიანი ინტერნეტ მომსახურების და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ზრდას, ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციის ჰაბებისა და ინოვაციის ცენტრების ქსელის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. თანხა განსაკარგად „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" გადაეცა. მთლიანი ბიუჯეტიდან დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 5,2 მილიონი დოლარია ათვისებული.

„პროექტის ერთ-ერთი ქვეკომპონენტი მოიცავს ინტერნეტვაუჩერიზაციას, რომელიც პირდაპირ მიბმული იყო Open Net-ის პროექტზე, რომლის განხორციელებაც შეფერხდა და გათვალისწინებული ტერიტორიების დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ვერ განხორციელდა“, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

იმის გამო რომ IBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველომ ვერ აითვისა, ფინანსთა სამინისტრომ მიმართა მსოფლიო ბანკს „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ ცვლილების თაობაზე. შედეგად დაფინანსება 40 მილიონი დოლარიდან მცირდება 23 მილიონ დოლარამდე. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, 23 მლნ დოლარი მიემართება უფრო მეტად გრანტების გაცემის კუთხით და არა ტექნოპარკების მშენებლობისთვის და მათი აღჭურვისთვის. ინფრასტრუქტურის შექმნაზე კი, მხოლოდ 3 მლნ დოლარი იქნება მიმართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system