თავში

IFAD-ის სტრატეგიულ ფორუმზე ქართული პროექტი მოიწონეს

IFAD-ის სტრატეგიულ ფორუმზე ქართული პროექტი მოიწონეს
IFAD-ის სტრატეგიულ ფორუმზე ქართული პროექტი მოიწონეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიულ ფორუმზე საქართველოში განხორციელებული პროქტი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.

„IFAD-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტი (AMMAR) ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარეს. გამარჯვებული ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 22 ქვეყანაში განხორცილებულ პროექტებს შორის გამოვლინდა. ეს არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტის გუნდის დიდი წარმატება, IFAD-თან 20 წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტის მენეჯერმა, ლალი დურმიშიძემ.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიული ფორუმი ქალაქ სტამბოლში 22-24 ოქტომბერს გაიმართა. ფორუმს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტი ქვეყნის 200 დელეგატი ესწრებოდა. IFAD-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დელეგატებთან ერთად, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით რეგიონის განვითარების სამომავლო ხედვის ასპექტები განიხილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system