თავში

II კვარტალში მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა

II კვარტალში მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტ
II კვარტალში მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა

2021 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 912.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 29.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 10.3 პროცენტით.

2021 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (53.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (42.3 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (47.0 პროცენტი), მშენებლობა (36.9 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და განათლება (-1.4 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.9 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.6 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (5.8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (5.4 პროცენტი). შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2021 წლის 15 ნოემბერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system