თავში

III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 40.5 მლრდ შეადგინა

III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 40.5 მლრდ შეადგინა
III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 40.5 მლრდ შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.5 პროცენტით გაიზარდა და 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 15.0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 29.0 პროცენტით მეტია.

2021 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 21.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1 პროცენტი, საშუალოზე - 27.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.5 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის III კვარტალში 22.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.7 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 13.7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.2 პროცენტით მეტი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system