თავში

"იკეა" მოსახლეობისგან ძველ ავეჯს შეიძენს

"იკეა" მოსახლეობისგან ძველ ავეჯს შეიძენს
იკეა მოსახლეობისგან ძველ ავეჯს შეიძენს

მსოფლიოში ცნობილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია IKEA  მოსახლეობისგან უკავ შეიძენს ავეჯს, რომელიც მათ მობეზრდათ, თუმცა მომხმარებლები, ვისგანაც კომპანია ავეჯს შეიძენს, მიიღებენ სპეციალურ ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც მხოლოდ IKEA-ს მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. ავეჯის ღირებულება დამოკიდებული იქნება მის მდგომარეობაზე. თუკი ავეჯი დაუზიანებელი იქნება არც ნაკაწრი ექნება, მომხმარებელს ნივთის თავდაპირველი ღირებულების 50%-ი აუნაზღაურდება, ხოლო მცირე დაზიანების შემთხვევაში კი გამყიდველი 40%-ს მიიღებს, დიდი ნაკაწრის ან დაზიანების შემთხვევაში სპეცვაჩერით ანაზღაურდება ავეჯის თავდაპირველი ღირებულების 30%-ი.  IKEA-ს ინიციატივა დიდი ბრიტანეთის გარდა, კიდევ 26 ქვეყანაში განხორცილდება. კომპანიამ ეს ინიციატივა გასული წლის ნოემბერში დააანონსა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტი გადაიდო. 

კომპანია ამ ინიციატივას კლიმატური ცვლილების ფარგლებში ახორცილებს, რომლის მიზანიც მსოფლიოში დაბინძურების ხარისხის შემცირებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system