თავში

იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში

იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში
იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში

"ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს ევროკავშირთან, რომ საბოლოო სიაში, რომელიც გაერთიანების ყველა წევრთან იქნება შეთანხმებული, საქართველოც იყოს.

"პირველი და განმსაზღვრელი კრიტერიუმი ამ სიაში მოხვედრისა ისაა, რომ უნდა იყო უსაფრთხო, ეპიდემიოლოგიურად კარგად მართული კეთილსაიმედო ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ასევე გრძელდება მუშაობა ევროკავშირთან უსაფრთხოების პროცედურებზე, რომლებიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, შემოღებული იქნება ევროკავშირის მიერ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კეთილსაიმედო და უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ.

მისივე თქმით, ყოველ ორ კვირაში ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას გადახედავს.

„თავდაპირველ ვერსიას შეიძლება რომელიმე ქვეყანა მოაკლდეს ან დაემატოს. ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუკი კვლავინდებურად ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ვიზიტორებს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ გარემოების გათვალისწინებით იქნება მიღებული,“ - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system