თავში

იმედი ვერც ზამთრის ტურიზმზე მყარდება

იმედი ვერც ზამთრის ტურიზმზე მყარდება
იმედი ვერც ზამთრის ტურიზმზე მყარდება

covid-19-მა ტურიზმის სფერო იმდენად ჩაძირა, რომ სპეციალისტები იმედს ვერ ზამთრის სეზონზე ამაყარებენ. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ სექტორში დანაკარგის ანაზღაურებას წლები და საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდება. გარდა ამისა, როგორც კვარაცხაელია ამბობს, უამრავი ობიექტი გაკოტრების პირასაა და შეიძლება მომავალ გაზაფხულამდე ვერც მიატანოს.

,,ზაფხულის კურორტებმა დიდი ზარალი მიიღო, რადგან სექტორი მხოლოდ ადგილრობრივ ტურისტებზე იყო დამოკიდებული, რომელთა რაოდენობა მცირე იყო. ცხადია, არსებულ მძიმე მდგომარეობას თეთრი ტურიზმი ვერ გამოსწორებს. მძიმე სიტუაციაა ყველგან, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტურიზმი მასშტაბურად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენ კიდევ უარეს მდგომარეობაში ვართ, რადგან მთელი ეკონომიკა ტურიმზე გვქონდა მიბმული და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა. ქვეყანამ აქცენტი შიდა ტურიზმზე გააკეთა, რაც მიმაჩნია, რომ სწორია, მაგრამ ამანაც ვერ უშველა საქმეს. სამუშაო ადგილები რაც იყო, დიდ ნაწილს ტურიზმი უკეთებდა გენერირებას, სხვადასხვა სფეროში. ახლა ან უნდა შემოვიდეს ინვესტიცია, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნისან ტურისტები უნდა შემოვიდნენ, რის ალბათობაც მცირეა. ზამთარში რომც ამუშავდეს ტურიზმი, შეიძლება, კურორტებზე ეპიდემიის ცხელი წერტილები გაჩნდეს, როგორც ბათუმში. რეალურად არაფერი გამოდის. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ვითარების გამოსწორების პირი არც ზამთარში ჩანს, ამიტომ კვლავ ასეთი არასახარბიელო მდგომარეობა გვექნება", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია report.ge-თან.

რაც შეეხება ზაფხულის ტურიზმს, თამამად შეიძლება თქმა, რომ ჩაიძირა, რაც ცოტა ხნის წინ ოფიციალური სტატისტიკითაც დადასტურდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93,6%-ით ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system