თავში

იმედია უფალი გადმოგვხედავს და მალე გაიხსნება ტურიზმის მიმართულება - ბეჟან წაქაძე

იმედია უფალი გადმოგვხედავს და მალე გაიხსნება ტურიზმის
იმედია უფალი გადმოგვხედავს და მალე გაიხსნება ტურიზმის მიმართულება - ბეჟან წაქაძე

“ქართული ოცნების” წევრმა, ბეჟან წაქაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მმართველი გუნდი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

წაქაძეს იმედი აქვს, რომ ღმერთი გადმოგვხედავს და ტურიზმის მიმართულება საქართველოში მალე გაიხსნება 

"გამოჩნდა, რომ ბიზნესში, დღევანდელ ჩვენს ეკონომიკურ პარამეტრებში, გასულ წლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტურიზმს. ამიტომ, სწრაფად აღდგენადი ქვეყანაში ამ პერიოდში, იქნება ტურიზმი. თუ რამე იქნება ამ მიმართულებით კიდევ გაკეთებული, რომ ტურიზმზე, რომელსაც ველოდები და იმედია, რომ უფალი გადმოგვხედავს და მალე გაიხსნება ჩვენთან ეს მიმართულება", - თქვა დეპუტატმა.

ცნობისთვის, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს კენჭს უყრის. ბიუჯეტის პროექტს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარუდგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system