თავში

იმერეთი-რაჭის გზის რეაბილიტაცია 8 სოფლის ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის

იმერეთი-რაჭის გზის რეაბილიტაცია 8 სოფლის ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის
იმერეთი-რაჭის გზის რეაბილიტაცია 8 სოფლის ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის

"საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ შემოსავალს რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ და მმართველმა გუნდმა, ჩვენ ვალდებული ვართ უზრუნველვყოთ ღირსეული ცხოვრების პირობები ყველგან და იცით, რომ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ, მათ შორის მთის განვითარებაშიც," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სოციალური პირობების გაუმჯობებისა და ვალდებულებების შესრულების განუყოფელი ნაწილია, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პრაქტიკულად, მესამედი დროით შევძლებთ მგზავრობის მარშრუტების შემცირებას. ეკონომიკურად ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ მოგზაურობას, ეგრეთ წოდებულ წრიულ მარშრუტებს. მაგალითად, ზარზმიდან შეგვიძლია ჩავიდეთ ბათუმში და შემდეგ ბათუმიდან დავბრუნდეთ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთით. ერთი მოგზაურობის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ბევრად უფრო მეტი დასახლებული პუნქტი, სადაც მომსახურების მიღებისა და პროდუქტების შეძენით შევიტანთ მუდმივ შემოსავალს იმ ოჯახების ბიუჯეტში, რომლებიც ამ გზების გასწვრივ ცხოვრობენ,“- აღნიშნა ვიცე-პრემირმა.

მაია ცქიტიშვილმა იმერეთი-რაჭის ახალ, 51 კილომეტრიან გზაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ მარშტრუტზე მდებარე სოფლების მოსახლეობას საშუალება აქვთ, სახელმწიფოს მხარდაჭერით საოჯახო ბიზნესი განავითარონ.

„დღეს ეს გზა ჩვენც გვაძლევს საშუალებას, რომ რაჭაში უფრო ხშირად ჩავიდეთ. მათ შორის, ამ 8 სოფლის მოსახლეობას უქმნის შესაძლებლობას, გახსნას „გესთ ჰაუსი“, მარანი, კაფე. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი 40 მლნ ლარი გამოეყო საგრანტო პაკეტის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. ასევე, 30 000 ლარამდე გაიზარდა ერთჯერადი გრანტის მოცულობა, რომელიც სწორედ ასეთ ოჯახებს აძლევს საშუალებას გაარემონტონ არსებული საოჯახო სახლი, მოაწყონ კვების ობიექტი და ეს არის მათი ბიზნესი. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეგიონულ გზებს აქვს განვითარების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ჰქვია სამინისტროს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების შედეგად ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ შემოსავალს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ამ რეგიონებში,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებებით ავტომაგისტრალების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციების ჯამური ღირებულება დაახლოებით 12 მლრდ ლარია.

როგორ და რისთვის აშენებს ხელისუფლება გზებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი ცქიტიშვილი დეტალურად განმარტავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system