თავში

იმერეთის რეგიონში აგრარული ბაზრები ეტაპობრივად გაიხსნება

იმერეთის რეგიონში აგრარული ბაზრები ეტაპობრივად გაიხსნება
იმერეთის რეგიონში აგრარული ბაზრები ეტაპობრივად გაიხსნება

იმერეთის რეგიონში არსებული აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იწყებენ ფუნქციონირებას.

ვანის მუნიციპალიტეტში ბაზარი დღეს გაიხსნა, მომავალ კვირას გაიხსნება ბაზარი ბაღდათში, რაც შეეხება სამტრედიას, ქალაქში ბაზარი უკვე მუშაობს და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში იმყოფებოდნენ და ბაზრებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესაბამისი სტანდარტების დაცვის პირობით, ღია ბაზრების ფუნქციონირება აღდგა. იხსნება ბაზრები, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტიურობის განახლების პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახელმწიფოში მოქმედი წესების დაცვა“,-განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system