თავში

იმერეთში შესაძლოა მობილური ბაზრობები ამუშავდეს

იმერეთში შესაძლოა მობილური ბაზრობები ამუშავდეს
იმერეთში შესაძლოა მობილური ბაზრობები ამუშავდეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაცია აგრარული ბაზრების ალტერნატივაზე მუშაობს.

რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, ალტერნატიული მოდელი დამუშავების პროცესშია და ის უნაღდო ანგარიშსწორების პრონციპზე იქნება დაფუძნებული.

მობილური ბაზარი ასე იმუშავებს: ტრანსპორტში ჩაიტვირთება სასურსათო პროდუქტები და მანქანები ივლიან რეგიონის მუნიციპალიტეტებში. 

მობილური ბაზრობები, შესაძლოა 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიშალოს, რომ ადგილზე ჰქონდეს მომხმარებელს პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა, რომელიც ელექტრონულ გადახდას ითვალისწინებს. იდეა ჯერ დამუშავების ეტაპზეა და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ერთად ვამუშავებთ საკითხს. როგორც კი შევჯერდებით, მედიას ვაცნობებთ," - აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.

ცნობისთვის იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრები 4 აპრილს დაიხურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system