თავში

IMF 2020 წელს საქართველოში 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს

IMF 2020 წელს საქართველოში 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს
IMF 2020 წელს საქართველოში 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს

ფონდის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განახლებული პროგნოზი 2020 წლისთვის.

IMF 2020 წელს საქართველოსთვის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს. ეს 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ზრდის მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ტაო ჟანგის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართულებიდან გაზრდილი გაურკვევლობა ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობაზე ნეგატიურად აისახება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს.

ტაო ჟანგმა ინვესტიციების ნაკადის ზრდა "ერთჯერად ფაქტორებს" (გაზრდილ აქციზს) და ლარის გაუფასურებას დაუკავშირა.


"უკანასკნელ პერიოდში არსებული მაღალი ინფლაცია გამოწვეულია, როგორც დროებითი ფაქტორებიდან, ასევე ლარის გაუფასურებიდან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რათა ინფლაციურ წნეხზე ემოქმედა. ამასთანავე, გაცვლითი კურსის მცურავი რეჟიმი ასრულებს ეკონომიკის შოკის შთანთქმის ფუნქციას", - ამბობს ტაო ჟანგი.

IMF-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის 17 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ პროგრამის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი და ქვეყანამ ფონდისგან $41.4 მილიონი მიიღო.

მთლიანობაში, პროგრამის შედეგად საქართველოსთვის გამოყოფილი მთლიანი თანხის ოდენობა $248.7 მილიონამდე იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system