თავში

IMF-ის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

IMF-ის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას
IMF-ის რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

IMF საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს. მსოფლიოს მთავარი ფინანსური ინსტიტუტის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით კარგ სამსახურს უწევს ქვეყანას. თუმცა საუბრობს იმ გამოწვევაზეც, რის წინაშეც დღეს საქართველოს ეკონომიკა აღმოჩნდა.

„ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მზაობას განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და სტრუქტურული რეფორმების გატარება. ინფლაციის მოლოდინის ზრდის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამა წლის სექტემბერში მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით და ბაზარს ანიშნა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შესაძლო გამკაცრების შესახებ, თუ ინფლაციური წნეხი შენარჩუნდა. სსფ-ს კარგად ესმის, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურების გამო ბევრი ქართული ოჯახი და ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სესხი აქვს აღებული დოლარში. თუმცა, საერთო ჯამში, მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით კარგ სამსახურს უწევს ქვეყანას", - აცხადებენ საქართველოში სტუმრად მყოფი IMF -ის მისიის წარმომადგენლები. 

მათ ასევე საქართველოში მიმდინარე სხვა ეკონომიკური პროცესებიც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ განათლების რეფორმის შემდეგ ნაბიჯები უნდა გადაიდგას საპენსიო რეფორმის მე-2 პილარის განსახორციელებლად უნდა გადაიდგას.

„საგადასახადო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს, თუმცა საჭიროა დამატებითი საშემოსავლო ღონისძიებების გატარება თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დასაბალანსებლად 2019 წელს. ბიუჯეტის შესრულების მაღალი ტემპის ფონზე შესაძლებელი გახდა კაპიტალური ხარჯების დაჩქარება 2019 წლის პირველ ნახევარში, რაც მისასალმებელია და შეესაბამება სსფ-ს პროგრამის დათქმას, რომ ხარჯები მიმართული იქნება მეტწილად ინვესტიციების დასაფინანსებლად მაშინ, როცა მიმდინარე ხარჯების დაზოგვა მოხდება. საბიუჯეტო დისციპლინის გაგრძელება საშუალოვადიან პერიოდში უზრუნველყოფს ვალის შენარჩუნებას უსაფრთხო დონეზე და წარმოადგენს შესაბამის პოლიტიკას. „სსფ-ს მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების და მეტად ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის განათლების რეფორმას. შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საპენსიო რეფორმის მე-2 პილარის განსახორციელებლად. გადახდისუუნარობის კანონის და ბანკების რეზოლუციის ჩარჩო მექანიზმის დროული ამოქმედება გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოსა და უზრუნველყოფს საფინანსო სექტორის მდგრადობას", - აღნიშნა IMF -ის მისიამ საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system