თავში

IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად ტოვებს

IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად ტოვებს
IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უცვლელად ტოვებს

საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი, დაახლოებით 5%-ის ოდენობით იყო - ამის შესახებ მსოფლიო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მერსედეს ვერა-მარტინიმ საქართველოში ვიზიტით ყოფნისას ისაუბრა. მან ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი შეაფასა.

„საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი მყარია. ნაკლებად ხელშემწყობი საგარეო ეკონომიკური გარემოს საგარეო ვითარების მიუხედავად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი იყო, დაახლოებით 5 პროცენტის ოდენობით. აგვისტოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი (4.9 პროცენტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) ასახავს აქციზის გადასახადის მატებას, საკვების ფასების ზრდას და ლარის გაუფასურებას. „წინასწარიმონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოსალოდნელზე მაღალმა ზრდამ პოზიტიური წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში, მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების შეზღუდვის შედეგად ტურისტული შემოდინებები მოსალოდნელზე ნაკლები იყო. იმპორტი შემცირდა, რაც განპირობებული იყო პირდაპირ უცხოუ რინვესტიციებთან დაკავშირებული იმპორტის კლებით, საწვავის საერთაშორისო ფასების კლებით და კრედიტის გაცემის გამკაცრებული პირობებით. კერძო სექტორის დაკრედიტება, ბიზნეს სესხებისა და ლარის იპოთეკური სესხების ზრდის ფონზე, მდგრად დონეზე ნარჩუნდება“, - განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინიმ.

სსფ უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტის დონეზე; ხოლო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2019 წლის ბოლოსთვის 5.4 პროცენტია.

,,ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტიან ზრდას) 2020 წელს მიუახლოვდება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ 2019 წელს 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, მშპ-ს 6 პროცენტამდე. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით გამოწვეული დაძაბულობის გამო, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოფრთხილება მნიშვნელოვანია მომავალში პოტენციური შოკების ზეგავლენის აღმოფხვრისთვის“, - სსაფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system