თავში

იმოქმედებს თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი TANAP-ზე - Exclusive

იმოქმედებს თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი TANAP-ზე
იმოქმედებს თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი TANAP-ზე - Exclusive

 აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული სამხედრო დაპირისპირება რეგიონში არასტაბილურობის განცდას აჩენს, რაც საბოლოოდ, რეგიონს საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს. ეს კი რეგიონის ქვეყნების ეკონომიკას შესაძლოა ძვირი დაუჯდეთ. 

report.ge შეეცადა გაერკვია, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებულმა სამხედრო დაპირისპირებამ TANAP--ის პროექტზე, რომლის მილსადენის საწყისი წერტილი ახლოსაა იმ ქალაქთან, სადაც სროლებია. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი ყარაბაღის გამო წლებია მოუგვარებელი პრობლემაა, თუმცა, ამჯერად დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, სადაც ბევრად ახლოსაა TANAP-ის მილსადენის საწყისის წერტილი, ვიდრე ყარაბაღი.

"ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანი ევრო-კომისიის ინიციტივაა, აშშ-ს მხარდაჭერილი, როგორ მოგვეხსენება, ამ მილსადენის გაყვანის მიზანია, შემცირებულ იქნეს რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულება და მოახდინოს ენერგოწყაროების გამრავალფეროვნება, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს რუსეთის გაღიზიანებას. სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა რუსეთს აწყობს და ვფიქრობ ამ კომფლიქტის განახლების მთავარი აქტორიც ისაა, რადგან ევროპას დაანახოს თუ როგორი არასტაბილური რეგიონიდან აპირებს გაზის მიღებას, ამაში სურს ჩაითრიოს საქართველო, და შეაფერხოს, დააკნინოს ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანის მნიშვნელობა, რითაც ირიბად ევროპას და აშშ -ს ურტყამს ცხვირში, რადგან როგორც ავღნიშნეთ გაზის სამხრეთ დერეფნის იდეა მათ ეკუთვნის," - ამბობს report.ge-სთან საუბრისას "საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ პრეზიდენტი ვეფხია გიორგაძე დასძენს, რომ სხვა ბენეფიტთან ერთად, ამ პროექტის კიდევ ერთი სიკეთეა ის, რომ ხელს შეუწყობს ევროპას გახდეს ენერგო დამოუკიდებელი, მოახდინოს ენერგო ბაზრის დივერსიფიცირება. 

"ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთ გერმანიას სურს ჩრდილოეთის ნაკადი 2 მშენებლობა, ამერიკის სანქციებმა იქ მომუშავე კომპანიებზე გამოიწვია პროექტის მშენებლობის შეჩერება. რუსებმა დიდი კრახი განიცადა ახლო აღმოსავლეთშიც(სირია, ლიბია), მისი ძირითადი საექსპორტო პროდუქტის ნავთობის/გაზის ფასი მინიმუმამდე შემცირდა მსოფლიო ბაზარზე და ამას ემატება რუსული დარღვევები მოპოვება/მიწოდებაზე რის გამოც სანქციები მიიღო, ასევე კორონავირუსის ეფექტი მთელ რუსულ ეკონომიკას ანგრევს. აქედან გამომდინარე რუსეთი შეეცდება პრობლემების შექმნას იქ სადაც შეუძლია, სამწუხაროდ მან ბევრი კომფლიქტური კერები შექმნა სამხრეთ კავკასიაში, რითაც ცდილობს მართვას სიტუაციის, ასევე არ დაგვავიწყდეს რუსეთი გადასულია სამხედრო წარმოება/ექსპორტზე. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთის ინტერესი, ის ხდება ენერგო ჰაბი, ამოქმედებული და ასამოქმედებელი პოტენციალით მის მდებარე რეგიონში მოიპოვება მსოფლიოს ბუნებრივი აირის რეზერვების 70%, რომელიც ევროპას ჭირდება. დღეს თურქეთი ძალიან გაძლიერდა, და ის მის ინტერესებს დაიცავს და რუსეთს არ მისცემს საშუალებას კომფლიქტის გაღრმავების, ასევე დაინტერესებული ევროპა და აშშ. რუსეთი მაინც ჩიხშია და მოუწევს უკან დახევა," - ამბობს ექსპერტი.

გიორგაძე დარწმუნებულია, რომ, რაც უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდება ევროპა რუსეთისგან, მეტად შეგვეძლება ჩვენი ქვეყნის საკითხების ევროპაში წარმატებით გატანა. გიორგაძე მიიჩნევს, რომ TANAP მილსადენის წარმატებით რეალიზება, რომელი მილსადენიც, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევ ევროპაში ყველაზე გრძელი მილსადენია, ჩვენი რეგიონის შესაძლებლობის, საჭიროების კიდევ ერთი დადასტურებაა. მისივე თქმით, ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად აახლოებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს ერთმანეთთან, რადგან იქმნება საერთო ინტერესები ეკონომიკური მიმართულებით, რაზეც ხდება შემდეგ პოლიტიკების სწორება, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებას.

"TANAP ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფანს დიდი მნიშვნელობა აქვს, უსაფრთხოების კუთხით, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის. ამ დერეფნის საშუალებით საქართველო საერთაშორისო მოთამაშედ ყალიბდება, ქვეყანა ხდება ევროპისთვის საჭირო, რაც დადებითად აისახება ევროინტეგრაციის დაჩქარებასკენ მიმავალ გზაზე," - ასე ფიქრობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, ვეფხია გიორგაძე. 

ექსპერტი report.ge-სთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ასევე TANAP-ის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მნიშვნელობაზეც.

"აღნიშნული პროექტი ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკონომიკური, ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც, საქართველო ტრანზიტიდან (TANAP) სატრანზიტო წილის სახით მიიღებს გატარებული ბუნებრივი აირის 5%-ს, რაც 2023 წლისთვის დააკმაყოფილოს ქვეყნის შიგნით მთლიანი მოხმარების 50 %, შეგახსენებთ საქართველო Tanap -ის პროექტიდან მიიღებს წლიურად 1.1 მილიარდზე კუბ. მ. ბუნებრივ აირს. ჩვენი შიდა მოხმარება საშუალოდ წლიურად 2.2 მლრდ კუბური მეტრია. დატვირთვა ეტაპობრივად გაიზრდება, 2026 წლისთვის 31 მლრდ კუბ. მ. ჩვენდა წილად 1.5 მლრდ კუბ.მ, 2030 წელს 60 მლრდ კუბ.მ ჩვენდა წილად 3 მლრდ კუბ.მ.," - ამბობს გიორგაძე.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის შეარაღებულ დაპირისპირებაში აზერბაიჯანს დახმარება ღიად გამოუცხადა თურქეთმა. რუსეთს ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მხარე არ დაუჭერია და ვლადიმერ პუტინმა ორივე ქვეყანას "ისტორიული სამართლიანობის აღდგენისკენ" მოუწოდა, რაც, რა თქმა ინდა, ორივე ქვეყანას მის სასარგებლოდ ესმის, თუმცა რუსეთი სომხეთს აქტიურად ამარაგებს იარაღით. ამაზე აზერბაიჯანული პრესაც წერს. შესაბამისად, სპეციალისტების განმარტებით, ეს კონფლიქტი "არევს" მთლიანად რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკურ დღის წესრიგს, რადგან სცდება მხოლოდ 2 ქვეყნის დაპირისპირებას.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს გამწვავდა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დღეისათვის შედარებით სიმშვიდე შეინიშნება, თუმცა ზოგადი ვითარება კვლავ დაძაბულია. 

ცნობისთვის, 2015 წელს ყარსში ტრანსანატოლიური გაზსადენის პრეზენტაციაზე საფუძველი ჩაეყარა სამი ქვეყნის სტრატეგიულ გაზსადენის პროექტს და საქართველო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდა. საქმე ეხება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ევროპისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. ეს არის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანულს გაზს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპამდე მიიყვანს. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე TANAP-ი უკავშირდება ტრანს-ადრიატიკულ მილსადენს (TAP), რომელიც გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებს. პროექტის ღირებულება 11 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული.

TANAP– ის კონსორციუმის გენერალური დირექტორის სალტუკ დუზიოლის თქმით, კომერციული ოპერაციების დაწყების შემდეგ შეფერხებები არ დაფიქსირებულა.

2020 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, მილსადენ TANAP-ის საშუალებით, თურქეთში 3,5 მილიარდი კუბური მეტრი აირის ექსპორტი განხორციელდა, რაც 23,6%-ით მეტია ვიდრე წინა წელს.

Tanap-ის მილსადენის ჩაშვებიდან, დღემდე თურქეთში 5,1 მილიარდი კუბური მეტრი აირი ტრანსპორტირდა. თურქეთში "შახდენიზის" აირის ტრანსპორტირება ხორციელდება. პირველად კი აღნიშნული მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) აირის ტრანსპორტირება 2007 წელს დაიწყო. თურქეთის მიმართულებით კომერციული აირის გადინება TANAP-ის მეშვებით, 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.

ცნობისთვის, წინასწარი პროგნოზით, "ტანაპის" ამოქმედებით, 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცულობა დღევანდელთან (300 მილიონი კუბური მეტრი) შედარებით გაოთხმაგდება, მათ შორის TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს. 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); 2030 წელს TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანაა დაგეგმილი, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს.

შეგახსენებთ, დღეისათვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system