თავში

იმპორტი საქართველოში 1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა

იმპორტი საქართველოში 1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა
იმპორტი საქართველოში 1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა

საქსტატის მიხედვით, პანდემიურ 2020 წელს საქართველოში უცხოური საქონლის იმპორტი $1.5 მილიარდი დოლარით, $8 მილიარდამდე შემცირდა. 

იმპორტის 15.9%-იანი კლების მიზეზად ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი სახელდება. 

10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის 9 დასახელების პროდუქციის იმპორტი შემცირებულია. 

მათ შორის თანხობრივად ყველაზე დიდი კლება მსუბუქი ავტომობილების იმპორტში ფიქსირდება, სადაც შემცირება $348 მილიონს აჭარბებს.

შარშან წლიურ წრილში 11.6%-ითაა შემცირებული სპილენძის მადნები და კონცენტრატების იმპორტი, რომელშიც საქართველომ $533.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 34.2%-ითაა შემცირებული ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი, რომელიც ქვეყანას  $498.5 მილიონი დოლარი დაუჯდა.

დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებში საქართველომ გადაიხდა $327.1 მილიონი დოლარი, რაც წლიურ ჭრილში მის 7.9%-იან კლებაზე მიანიშნებს.

ბუნებრივი აირის იმპორტი შარშან საქართველოს $294.6 მილიონი დოლარი დაუკდა, რაც წლიურ ჭრილში 10.2%-იან კლებაზე მეტყველებს.

 სატელეფონო აპარატები, სმარტფონების იმპორტში ქვეყანამ გადაიხადა $164.7 მილიონი დოლარი, კლება, წინა წელთან შდარებით,  -22.3%-ია.

შარშან საქართველომ შეიძინა $107.9 მილიონი დოლარისხორბალი და მესლინი. კლება წინა წელთან -0.9%-ია.

$88.9 მილიონი დოლარია გადახდილი თამბაქოს ნაწარმის იმპორტში. კლება წინა წელთან -15.4%-ია.

წლიურ ჭრილში 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის გაზრდილია მხოლოდ ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი. ზრდა1,106%-ს უტოლდება. ამ პროდუქციის იმპორტი ქვეყანას  $77.1 მილიონი დოლარი დაუჯდა.

2020 წელს წლიურ ჭრილში სატვირთო ავტომობილების იმპორტი შემცირებულია -0.4-ით. მასში გადახდილია $72 მილიონი დოლარი.

შარშან პანდემიამ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8 პროცენტით შეუმცირა.

პანდემიურ 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

პანდემიის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა ადგილობრივი ექპორტის წილის ზრდა მთლიან ექსპორტში. 2020 წელს საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 72.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 406.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system