თავში

იმპორტიორებისთვის საბაჟოებზე სიახლეა

იმპორტიორებისთვის საბაჟოებზე სიახლეა
იმპორტიორებისთვის საბაჟოებზე სიახლეა

იმპორტიორთა საყურადღებოდ, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ შესაძლებელი გახდა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის მომსახურების საფასურის წინასწარი გადახდა.

"სასურველი „სადეპოზიტო“ თანხის გადახდის (ანგარიში 707017021) შემდეგ, იმპორტიორმა განცხადებით უნდა მიმართოს საბაჟო დეპარტამენტს თანხის შესაბამისი დანიშნულებით გამოყენების თაობაზე. აღნიშნული ცვლილების შედეგად იმპორტიორებს ეძლევათ შესაძლებლობა, 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად, დამატებითი პროცედურებუს გარეშე, მიიღონ ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლთან დაკავშირებული მომსახურება. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი," - განმარტავს შემოსავლების სამსახური.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system