თავში

საქართველოში იმპორტირებული ბიტუმის ნახევარზე მეტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა

იმპორტირებული ბიტუმის ნახევარზე მეტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა
საქართველოში იმპორტირებული ბიტუმის ნახევარზე მეტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 25,5 ათასი ტონა, რაც 18,6 ათასი ტონით ანუ 42,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (44,1 ათასი ტონა) შედარებით. 

იანვარ-მაისში განხორციელებული ბიტუმის იმპორტის ნახევარზე მეტი 53,7% (13,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ირანის ისლამური რესპუბლიკა - 28,2% (7,2 ათასი ტონა), ერაყი - 11,4% (2,9 ათასი ტონა), სომხეთი - 3,5% (0,9 ათასი ტონა), რუსეთი - 1,6% (0,4 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,8% (0,2 ათასი ტონა), თურქეთი - 0,8% (0,2 ათასი ტონა). 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი მიმდინარე წელს ბიტუმის იმპორტის შემცირებას უკავშირებს COVID-19-ის პანდემიას, რის გამოც მარტის თვიდან დაწყებული ვერ ხორციელდება პროდუქციის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, მაშინ როდესაც გასულ წლებში ის ქვეყანაში ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი იყო. კავშირის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება, რათა ამ მიზეზით ქვეყანაში არ შეიქმნას პროდუქციაზე დეფიციტი.

ცნობისთვის, ბიტუმის იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია მაისის თვეში, აპრილთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system