თავში

იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი გასაჯაროვდება

იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი გასაჯაროვდება
იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი გასაჯაროვდება

იმპორტირებული ელექტროენერგიის საკონტრაქტო ფასი საჯარო იქნება, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ახალი წესები დადგინდება მარეგულირებელი კომისიის მიერ. ნარმანიას ინფორმაციით, საქართველოში მარეგულირებელი ნორმების ევროპულ კანონმდებლობასთან სინქრონიზაცი მიმდინარეობს. 

„მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ დამატებით რამდენიმე წესს და რეგულაციას, რაც საბოლოოდ დაარეგულირებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს. ზოგადად, კომისიის მხრიდან კიდევ უფრო გაძლიერდება მიმართულება, რაც მონიტორინგს გულისხმობს, საიმისოდ, რომ ბაზრის არცერთ სეგმენტში არ მოხდეს ფასების ხელოვნური დამახინჯება და რომელიმე აქტორმა არამართლზომიერად არ ისარგებლოს ამა თუ იმ მომენტში თავისი დომინანტური მდგომარეობით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროებას "აფბა" დიდი ხანია ითხოვს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system