თავში

იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროებას ითხოვენ

იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროებას ითხოვენ
იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, აფბამ, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) 2016-2021 წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა.

როგორც ორგანიზაციაში report.ge-ს აუხსნეს, აფბა ითხოვს საჯარო ინფორმაციას ელექტროენერგიის იმპორტის დეტალური ტარიფების შესახებ. ორგანიზაცია ითხოვს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაში, დეტალურად იქნას ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასური დღის/ღამის და დასვენების დღეების მიხედვით, ე.წ საკონტრაქტო ფასების მიხედვით.

ახალგაზრდა ფინანსისტების განცხადებით, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი ინტერესი არსებობს, როგორც იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან, ასევე თავად იმპორტიორ კომპანიებთან დაკავშირებით, ხოლო ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ იძლევა სრული და რეალური სურათის დანახვის საშუალებას. ეს ყველაფერი კი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან მანიპულირების და არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალება.

„არსებულ რეალობაში, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორი (ესკო) აქვეყნებს იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ტარიფს, რაც ვერ ასახავს სრულ სურათს და იგი არაერთხელ გამხდარა მანიპულირების საგანი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ესკომ გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, სადაც ასახული იქნება ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასური დღის/ღამის და დასვენების დღეების შესაბამისად. შედეგად, ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება მიიღოს უტყუარი ინფორმაცია და თავიდან ავირიდებთ სიცრუის ტირაჟირებას“, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.

აფბა, ამავდროულად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო), მოუწოდებს ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებამ მიიღოს მუდმივი და სისტემური ხასიათი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system