თავში

იმპორტის ფასები გაიზარდა

იმპორტის ფასები გაიზარდა
იმპორტის ფასები გაიზარდა

2021 წლის აპრილში იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 22.0 პროცენტიანი ზრდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ბოლო ანგარიშიდან, რომლის მიხედვით,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 25.2 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 5.2 პროცენტიანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 20.1 პროცენტიანი კლება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 47.2 პროცენტიანი ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system