თავში

იმპორტის ფასების ინდექსი გაზრდილია

​იმპორტის ფასების ინდექსი გაზრდილია
იმპორტის ფასების ინდექსი გაზრდილია

საქსტატის ცნობით, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 4.1 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 16.1 პროცენტიანი ზრდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 17.2 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 0.7 პროცენტიანი კლება ფიქსირდება, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე - ფასების 20.5 პროცენტიანი მატება. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 71.9 პროცენტიანი ზრდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system