თავში

იმპორტის ფასების ინდექსი იზრდება

იმპორტის ფასების ინდექსი იზრდება
იმპორტის ფასების ინდექსი იზრდება

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის თებერვაში იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.2 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 19.4 პროცენტიანი ზრდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 21.5 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 1.8 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე - ფასების 49.0 პროცენტიანი მატება. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 27.0 პროცენტიანი კლება.

იმპორტის ფასები გაიზარდა იანვარშიც. მაშინ თვიურ ჭრილში ზრდა 4.1 პროცენტზე დაფიქსირდა, ხოლო წლიურ ჭრილში სახეზე იყო ინდექსის 16.1 პროცენტიანი ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system