თავში

იმპორტის ფასების ინდექსი წელს 27.2%-ით გაიზარდა

იმპორტის ფასების ინდექსი წელს 27.2%-ით გაიზარდა
იმპორტის ფასების ინდექსი წელს 27.2%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 27.2 პროცენტიანი ზრდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 28.8 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 12.4 პროცენტიანი მატება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 22.0 პროცენტიანი კლება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 14.6 პროცენტიანი ზრდა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2021 წლის მაისში იმპორტის ფასების ინდექსები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ძირითადი ქვეჯგუფების შესაბამისი წვლილები:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system