თავში

იმპორტის ზრდა ავტობიზნესმა ვერ იგრძნო

იმპორტის ზრდა ავტობიზნესმა ვერ იგრძნო
იმპორტის ზრდა ავტობიზნესმა ვერ იგრძნო

ავტომობილების იმპორტი გაიზარდა, მაგრამ ბაზარზე ისევ პრობლემაა. დილერების ინფორმაციით, იმპორტი, ძირითადად რეექსპორტის ხარჯზეა გაზრდილი, რის გამოც სტატისტიკის გავლენა იმპორტიორების საქმიანობაზე არ იგრძნობა. 

კომპანია ,,რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე აღნიშნავს, რომ რეალიზაციამ უმნიშვნელოდ მოიმატა, რაც ამინდს ვერ ქმნის და ბიზნესს პოზიციის შენარჩუნება უჭირს. ჯამაგიძე საუბრობს იმაზეც, რომ მანქანების იმპორტისთვის საშეღავათო პერიოდი იყო, რამაც ბაზარი ცოტათი წაახალისა, თუმცა დიდია რეექსპორტის წილიც.

,,იმპორტის ზრდა ბაზარს დიდად არ დასტყობია. გაყიდვები მცირედით გაიზარდა, მაგრამ არც იმ დონეზე, რომ ბაზარს ცვლილება დაეტყოს. საქართველოში მანქანების რეექსპორტი საკმაოდ აქტიურია, ეს ოფიციალური სტატისტიკითაც დადასტურდა.აქედან ავტომობილები ძირითადად მეზობელ ქვეყნებში გაჰყავთ, რეექსპორტის ზრდაც ამ ფაქტორით არის გამოწვეული. იმპორტიორებისთვის კი პრობლემა ისევ მოუგვარებელია. დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ პოზიცია გავიმყაროთ, განვითარებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. დიდ მასშტაბებს არ ვეჭიდებით. მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ. სანამ კონკრეტული ტენდენცია გამოიკვეთება", - განუცხადა report.ge-ს ჯამაგიძემ. 

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, ერთი შეხედვით, საკმაოდ დამაიმედებელია, თუმცა, როგორც ვხედავთ,  ციფრები იმპორტიორებში აღფრთოვანებას ვერ იწვევს. როგორც ჩვენმა რესპონდებნტმა აღნიშნა, პრობლემა არ მოგვარებულა და ბაზარზე ისევ არაპროგნოზირებადი ვითარებაა.

,,საქსტატის" მონაცემით, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტში მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 423.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში ავტომობილებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტები უსწრებს, რომლის იმპორტმა 474.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.3 პროცენტი შეადგინა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system