თავში

ინდოეთში ქაშმირის უხუცესი ლიდერი კანონის სადავო მუხლით დააკავეს

ინდოეთში ქაშმირის უხუცესი ლიდერი კანონის სადავო მუხლით დააკავეს
ინდოეთში ქაშმირის უხუცესი ლიდერი კანონის სადავო მუხლით დააკავეს

ინდოეთის პარლამენტის უხუცესი წევრი, 81 წლის ფარუქ აბდულა კანონის იმ მუხლის თანახმად დააკავეს, რომელიც სასამართლოს ან გირაოს გარეშე, პირის 2 წლამდე პატიმრობის შესაძლებლობას იძლევა. ინფორმაციას "ABC News" ი ავრცელებს. ჯამუსა და ქაშმირის მთავრობის ყოფილი მეთაური საკუთარ სახლში, შრინაგარში დააკავეს, რომელიც ჰიმალაის სადაო რეგიონის საზაფხულო დედაქალაქია. აბდულა პირველი პრო-ინდოელი პოლიტიკოსია, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების აქტის საფუძველზე დააპატიმრეს.

მსგავსი მუხლით ინდოეთში ბოლო პერიოდში უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. „ამნესთი ინთერნეშენალი“ ამ კანონს უსამართლოს უწოდებს, ინდოელი უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ სადავო კანონს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ადამინების სასამართლო პროცესების გვერდის ავლით გასაჩუმებლად იყენებს.

ქაშმირს განსაკუთრებული სტატუსი 1947 წელს მიენიჭა, მას შემდეგ რაც ინდოეთმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ინდოეთი და პაკისტანი ქაშმირზე პრეტენზიას ერთდროულად აცხადებენ, თუმცა ორივე მხარე მხოლოდ ტერიტორიების ნაწილს აკონტროლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system