თავში

ინფლაცია ეპიდემიის დამარცხებამდე გაგრძელდება

ინფლაცია ეპიდემიის დამარცხებამდე გაგრძელდება
ინფლაცია ეპიდემიის დამარცხებამდე გაგრძელდება

ინფლაციის მოთოკვის ყველა შესაძლებლობა ჯერჯრჯერობით უშედეგოა. აპრილში ინფლაციის დონემ დაახლოებით 8% შეადგინა. 

სპეციალისტების შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდამ იმოქმედა. 

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე report.ge-თან განმარტავს, რომ საცხოვრებელ ადგილებში იზოლირებული მოსახლეობის მხრიდან საკვებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია, რამაც ადეკვატურად ინფლაციის მაჩვენებლებზეც იმოქმედა. აკადემიკოსის შეფასებით, ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ პანდემიური სიტუაციაა ქვეყანაში.

,,ცხადია, რომ ფასების ზრდა სახეზეა, განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებზე, რაც მოსალოდნელი იყო. ადამიანები საცხოვრებელ ადგილებში იზოლირებული არიან და ბუნებრივია, რომ პირველადი მოხმარების საქონელზე, განსაკუთრებით კვების პროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია. ტრანსპორტზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან გადაადგილება შეზღუდულია. ამიტომ ინფლაციის ზრდა პირველ რიგში, საკვებზე მოთხოვნის მატებას უკავშირდება. ამ მიმართულებით ტენდენცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. ფასები, ალბათ, რეალურად მეტი მაჩვენებლით გაიზრდებოდა, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან კვების 9 პროდუქტის სუბსიდია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სურსათის გაძვირება გაცილებით მაღალი იქნებდა. ცხადია, ეს წლიურ მაჩვენებელზე აისახა. მიზნობრივ ინფლაციას გადავაჭარბეთ და ასე გაგრძელდება, სანამ არ ჩაცხრება პანდემიური სიტუაცია და ეკონომიკა თავისი ძალით არ ამოქმედდება. ცხადია, წარმოება ამოქოქვას დაიწყებს, მაგრამ საწყის ეტაპზე ეს ნელი ტემპით მოხდება", - აცხადებს აკადემიკოსი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system