თავში

ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა
ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად შემცირდა

2020 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია წინა თვეში დაფიქსირებულ 5.7%-თან შედარებით მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და 4.8% შეადგინა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გაზრდილია ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების (+9.7% წ/წ) და სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (+9.2% წ/წ) ფასები. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით შემცირებულია ტრანსპორტის (-8.9% წ/წ) და დასვენებაგართობის სერვისების (-2.0% წ/წ) ფასები. 

დოკუმენტის მიხედვით, სეზონურად შესწორებული გაწლიურებული ინფლაცია აგვისტოში შემცირდა და დაახლოებით 2% შეადგინა.

ცნობისთვის, კვირის ეკონომიკური მიმოხილვის სისრულისთვის "თიბისი კაპიტალის" ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის კლების ტემპი შემცირებულია, რაც გაძლიერებული ფისკალური სტიმულით და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სექტორების უმეტესობაში ეკონომიკური აქტივობის აღდგენითაა განპირობებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system