თავში

ინფლაციის დონე მაისიდან ეტაპობრივად მცირდება

ინფლაციის დონე მაისიდან ეტაპობრივად მცირდება
ინფლაციის დონე  მაისიდან ეტაპობრივად მცირდება

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის აზრით, საქართველოს ეკონომიკა ჩვეულ ეკონომიკურ ცხოვრებას უბრუნდება. 

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის იმგვარად გადაეწყო, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა და დასტაბილურდა.

„წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ისეთმა პროდუქტებმა, როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9,2%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (8,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლის ჯგუფი (9,7%). არსებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ეროვნული ბანკი პროგნოზით წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, - ამბობს ოთარ ანგურიძე.

ინფლაციის კლებას ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი.

"ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შედეგს იმკის. შედეგი გამოხატულია იმ გარემოებაში, რომ ინფლაციის დონე სებ-ის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს უახლოვდება. ვინაიდან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, პროდუქტებზე ფასების ზრდა მტკივნეულად მოქმედებს, სებ-ის პოლიტიკა, რომ დაიჭიროს ინფლაცია გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით, შეიძლება გამართლებულად მივიჩნიოთ,“ - ამბობს გულბანი და ყურადღებას ამახვილებს ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რაც კრიზისისას ეკონომიკური აგენტების, მოვაჭრეების არალოგიკურ ქცევას უკავშირდება.

„მოვაჭრეები, იმ იმედით, რომ მოგება გაზარდონ ან შეინარჩუნონ, პროდუქტებზე ფასებს, შემცირების ნაცვლად, ზრდიან, რაც არასწორი სტრატეგიაა. კრიზისულ პერიოდში გადამხდელუნარიანობა, როგორც წესი, კლებულობს, რა დროსაც გასაყიდი პროდუქტები უფრო ხელმისაწავდომ ფასად უნდა შევთავაზოთ ადამიანებს, შედარებით ნაკლებ მარჟაზე ვიმუშაოთ და გაყიდვებსაც შევინარჩუნებთ. ეს მომხმარებლისთვისაც კარგი იქნება და თავად მოვაჭრეებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში მათ გაყიდვები კი არ შეუმცირდებათ, გაეზრდებათ,“ - განაცხადა შოთა გულბანმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 8.0 პროცენტამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება, 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოცდება და შემდგომ მას დაუახლოვდება.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის მაჩვენებელი განაახლა, რომლის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში ფასების საერთო დონე 4.8%-ით გაიზარდა.

პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი);

9.2 პროცენტითაა გაძვირებული სურსათი.

გაზრდილია ფასები თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე.

გაძვირებულია ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლის საშუალებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system