თავში

ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გაუფასურებული კურსის შედეგია

ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გაუფასურებული კურსის შედეგია
ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გაუფასურებული კურსის შედეგია

„სექტემბერი იყო, პირველი თვე,როცა ევროკავშირიდან მიღებულმა შემოსავლებმა, გადააჭარბა რუსეთიდან მიღებულ შემოსავლებს. რაც ნიშნავს იმას,რომ ხდება ჩვენი ტურიზმის დივერსიფიცირება და მცირდება მსგავსი შოკების უარყოფითი გავლენა,“- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ინფლაციის რისკები საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. თუმცა 6.4%-იანი ინფლაცია ჩვენი ეკონომიკისთვის მაინც მაღალია. "უნდა ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს შედარებით დაბალი ინფლაციური გარემო, ვიდრე სხვებს. ჩვენი მიზნობრივი ინფლაცა 3%-ია და ითვლება,რომ ჩვენი ეკონომიკისთვის 3% ყველაზე ოპტიმალური ციფრია, ეს ჩვენი ქვეყნის სჭიროებიდან გამომდინარეობს“-აცხადებს მესტვირიშვილი.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, ინფლაციის დღევანდელი მაჩვენებელი გაუფასურებული კურსის შედეგია, რომელიც ზაფხულში დაიწყო. 

„ზაფხულის მოვლენებამდე კარგი ტენდეციები გვქონდა, რაც მოასწავებდა იმას,რომ წლევანდელი წელი უნდა ყოფილიყო გამორჩეული, ტურისტების ზრდის ტენდეციები გვქონდა. თუმცა ივლისი, აგვისტო, სექტემბერი გვაქვს შემცირება. მაგრამ ივლისი , აგვისტოში უფრო ნაკლებად არის შემცირებული, ვიდრე თავიდან გვქონდა შეფასებული. აგვისტოში 10%-იანი შემცირება იყო, სექტემბერში კი 5%-იანი. როგორც ვხედავთ, შემცირების ტემპებიც მცირდება.“- ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system