თავში

ინფლაციის ნორმალიზებულ მაჩვენებელს საქართველო წლის ბოლოს დაუბრუნდება

ინფლაციის ნორმალიზებულ მაჩვენებელს საქართველო წლის ბოლოს დაუბრუნდება
ინფლაციის ნორმალიზებულ მაჩვენებელს საქართველო წლის ბოლოს დაუბრუნდება

"გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ წლის ბოლოსკენ ინფლაციის ნორმალიზებულ დავუბრუნდებით", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

რაც შეეხება ფასებს, ივანე მაჭავარიანი რამდენიმე თვის ანალიზზე დაყრდნობით ამბობს, რომ თვე-თვეზე ინფლაცია მცირდებოდა. 

"წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, როცა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი იყო, მიმდინარე ტრენდი არის შემცირებადი, რაც იმის საფუძველს გვაქვს, რომ ინფლაცია წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დაუბრუნდება. 2021-შიც არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვან გადაცილებას, რასაც სებ-ი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

2020 წლის მიზნობრივ ინფლაციად 3%-ია განსაზღვრული. 

აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8%-ზე დაფიქისრდა. 

ინფლაციის დონე მაისიდან ეტაპობრივად მცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system