თავში

ინფლაციის ცვლილების დინამიკა პანდემიისას

ინფლაციის ცვლილების დინამიკა პანდემიისას
ინფლაციის ცვლილების დინამიკა პანდემიისას

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ საქართველოში კლება დაიწყო. თუმცა შემდგომ კორონა ვირუსის მსოფლიო პანდემიისგან გამოწვეულმა შოკმა, მათ შორის საქართველოში, ინფლაციის ტრაექტორია მნიშვნელოვნად შეცვალა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხდვით, ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეტწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას და პანდემიის გამო გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვას შეიძლება დავუკავშიროთ. მეორე მხრივ, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს შენელებული ერთობლივი მოთხოვნა. ზემოთ ნახსენები ფაქტორების გამო, ინფლაციის შემცირება დაყოვნდა, თუმცა მაის-ივლისში კლების ტენდენცია გამოიკვეთა. ივლისში ინფლაციამ 5.7%- მდე დაიკლო. ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, ივნის-ივლისში ბოლო ოთხი წლის მანძილზე პირველად გადააჭარბა მთლიან ინფლაციას. ივნისში 6.2%-ს მიაღწია, ხოლო ივლისში 5.8%-მდე შემცირდა.

სებ-ის განმარტებით, საბაზო ინფლაციის გაზრდის მიზეზი ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლის კურსის გაუფასურებით და პანდემიის გამო ფირმების საოპერაციო ხარჯების ზრდით გამოწვეულ პროდუქტების გაძვირებას უკავშირდება. მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის შედეგად საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ივლისში ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის გაიაფების გავლენამ მთლიანი ინფლაციის შემცირებაში ჯამში 1.2 პროცენტული პუნქტის ტოლი წვლილი შეიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system