თავში

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 10 წლის განმავლობაში 32 მილიარდ ლარს დახარჯავს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო 10 წლის განმავლობაში
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 10 წლის განმავლობაში 32 მილიარდ ლარს დახარჯავს

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმა წარადგინა. 

მან განაცხადა, რომ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 

"საქართველოს რეგიონების მდგრადი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი მიზანია. რომლის მისაღწევადაც 32 მილიარდი ლარი იქნება ინვესტირებული მომდევნო 10 წლის განმავლობაში. რომლის შედეგადაც დასრულდება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა. წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობას ექნება სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება. ქვეყნის ყველა არსებული ნაგავსაყრელი ჩანაცვლდება ახალი, ევროპული თანამედროვე ცენტრებით.

გაძლიერდება თვითმმართველობა და განვთარდება რეგიონები", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system