თავში

ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე დაშვებულია 34 კომპანია

ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე დაშვებულია 34 კომპანია
ინფრასტრუქტურულ მშენებლობებზე დაშვებულია 34 კომპანია

სავარაუდოდ, ჩვენ დიდხანს მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ჩვენი კონკურენტული უპირატესობა იქნება ის, თუ კარგად მოვემზადებით ასეთი გამოწვევისთვის, - ასე ფიქრობს  საქართველოს ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომლის განმარტებით, კარანტინის პირობეშიც კი მთავრობა ეცადა დაეშვა იმ სისტემური დარგების ფუნქციონირება, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონიმიკის განვითარებაში ექსპორტსა და შემოსავლების მიღებაში.

ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ ყველა სისტემური ხასიათის პროეტი, როგორიც არის დიდი მაგისტრალები, ისედაც, კორონავირუსამდეც მკაცრად მოწმდებოდა შრომის უსაფრთხოების წესების დაცვაზე შიდამონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც. ამიტომაც, ცქტიტიშვილი ამბობს, რომ მათ გაარძელეს საქმიანობა შეუფერხებლად, თუმცა კონტროლი გრძელდება დღესაც.

ინფრასტრუქტურის მინისტრი იმასაც ამბობს, რომ ახლა უკვე მცირე ზომის კონტრაქტორი კომპანიებისთვისაც შემუშავებულია სპეციალური რეჟიმი და მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება აქვთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სავალდებულო შემოწმებას გაივლიან

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ახალი მოთხოვნების შესაბამისად 34 კომპანიას ინფრასტრუქტურული საამშენებლო პროეტების განხორციელებისთვის საქმიანობის უფლება მიეცათ.

„როგორც იცით, შემოწმების პროცესი დაწყებულია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, მუნიციპალიტეტების მაკონტროლებელ ინსპექციებთან ერთად ამოწმებენ ობიექტებს. სამწუხაროდ, რამდენიმე კომპანიის მიერ მზაობა ვერ დაფიქსირდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ გვექნება საშუალება, ამ კომპანიებისთვის საქმიანობა გააგრძელონ. თუმცა, 34 კომპანია ინფრასტრუქტურული საამშენებლო პროეტების განხორციელებისთვის დაშვებულია. ეს პროცესი უახლოესი დღეების განმავლობაში კიდევ გაგრძელდება“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი და დასძენს, რომ .კერძო კომპანიებმა, რომლებიც კერძო საამშენებლო პროექტებს ახორციელებენ, მათაც უნდა მიმართონ ეკონომიკის სამინისტროს ნებართვის მისაღებად.

ვიცე-პრემიერი მოუწოდებს ბიზნესს, გაუმკლავდნენ რეალობას და ბიზნესი ახალ რეალობაზე გადააწყონ.

ცნობისთვის, ბოლო მონიტორინგით,120 შემოწმებული ობიექტიდან 55-მა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მოთხოვნები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system