თავში

ინოვაციური კრიპტოსავაჭრო ტერმინალი შეიქმნა

ინოვაციური კრიპტოსავაჭრო ტერმინალი შეიქმნა
ინოვაციური კრიპტოსავაჭრო ტერმინალი შეიქმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიამ CryptX IQ ინოვაციების სააგენტოსთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. 

ამის შესახებ report.ge-ს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

კომპანიის მხრიდან თანაინვესტირება 1,250,600 ლარს შეადგენს, საერთო ჯამში GITA - ს საგრანტო პროექტის ფარგლებში 1,900,600 ლარი დაიხარჯება. 

CryptX IQ-მ გრანტი ინოვაციური კრიპტოსავაჭრო ტერმინალისთვის მიიღო.

აღნიშნული პროექტი კრიპტო ტრეიდერებისთვის პერსონალიზებული პროგრამული გადაწყვეტილების შექმნას გულისხმობს, რომელიც კრიპტო აქტივების ერთი სივრციდან ეფექტურად და უსაფრთხოდ ვაჭრობისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა. კრიპტო სავაჭრო ტერმინალი ტრეიდერების სხვადასხვა ბირჟებზე დამოუკიდებლად არსებულ ანგარიშებს ერთ გარემოში აერთიანებს და ერთი სივრციდან ერთდროულად რამდენიმე ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. დამატებით, ტერმინალში გათვალისწინებულია ავტომატიზირებული ვაჭრობის შესაძლებლობა ე.წ. „სავაჭრო ბოტები“, რომელიც რთული სავაჭრო სტრატეგიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმაში ჩაშენებული ანგარიშის მართვის ფუნქციონალი კი ტრეიდერებს პორტფელის მენეჯმენტს უმარტივებს და მათ რეპორტებისა და KPI ანალიზის ამოღების საშუალებას აძლევს.

CryptX IQ ორი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე. მისი საქმიანობა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით ციფრული აქტივების მართვის ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system