თავში

ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის 40 მლნ ლარია გათვალისწინებული

ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის 40 მლნ ლარია გათვალისწინებული
ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის 40 მლნ ლარია გათვალისწინებული

მრავალწლოვანი კულტურები სანედლეულო ბაზას უქმნის გადამამუშავებელ საწარმოებს. ნედლეულის ადგილზე გადამუშავება კი, როგორც წესი ქვეყანაში ქმნის დამატებით ღირებლებას, ასაქმებს მოსახლეობას, იძლევა დამატებით შემოსავლებს და ზრდის საექსპორტო პროდუქციას.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, სახელმწიფომ ამ სეგმენტში საგრანტო პროგრამა აამოქმედა, რის შედეგადაც ქვეყანამ მიიღო ახალი, თანამედროვე ინტენსიური ბაღი.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას, ჩვენ 5,000 ჰექტრამდე ახალ ბაღს გავაშენებთ, რაზეც 40 მლნ ლარზე მეტს დავხარჯავთ," - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი პირველი, რაც ახლა ფერმერს სჭირდება, ეს არის იაფ ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობა. 

მისვე თქმით, 2015 წლიდან, პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 10,00 ჰა-მდე მიწის ფართობზე.

ცნობისთვის, „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა, ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. სახელმწიფო აგროპროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. უწყება განმარტავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system