თავში

5G ინტერნეტი უკვე გაეშვა

ინტერნეტი უკვე გაეშვა
5G ინტერნეტი უკვე გაეშვა

5G ინტერნეტი უკვე გაეშვა ქსელში, მომხმარებლის რაოდენობა ჯერჯერობით პლანეტის მოსახლეობის 0.2%-ზე ნაკლებია, მაგრამ უახლოეს 5 წელიწადში ამ რიცხვის 16 000%-ით ზრდაა ნავარაუდევი.

5G პირველად 2018 წლის თებერვალში სამხრეთ კორეაში, ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსცადეს. 2019 წელს ის უკვე ხელმისაწვდომია კორეის, იაპონიის, ჩინეთის, აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთის ტერიტორიების ნაწილზე.

2020 წელს ტოკიო ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, ეს ფაქტი წესით 5G-ის ინდუსტრიის განვითარების დაჩქარების წინაპირობად უნდა იქცეს.

5G-ის თეორიული სისწრაფე 10 გბ/წმ-ს აღწევს, რაც მას 4G-ზე 100-ჯერ სწრაფს ხდის, მისი რეალური, გარანტირებული სიჩქარე, თეორიულს, როგორც ყოველთვის გარკვეული დოზით ჩამოუვარდება, მაგრამ ეს ახალ რეალობას დიდად არ ცვლის. ფილმების ჩამოწერის დრო რამდენიმე წამამდე მცირდება.

5G-ის ერთ-ერთი უმთავრესი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ნივთების ინტერნეტი და უპილოტო ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობაა. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელი ხდება 1 კონტინენტიდან მეორეზე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა ჩინეთში, როდესაც პაციენტს თავის ტვინის ოპერაცია ქირურგმა 3000 კილომეტრის დაშორებიდან ჩაუტარა. ყველა შემთხვევაში პრობლემას უზარმაზარი ინფორმაციის სწრაფად და დაყოვნების გარეშე გადაცემა აგვარებს. თუმცა 5G-ის უპირატესობები აქ არ სრულდება.

5G-ის სისწრაფისა და ენერგოეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი, მისსავე სპეციფიკაშია. 4G-ისგან განსხვავებით სიგნალი ყველა მიმართულებით კი არა, კონრეტული, წინასწარგანსაზღვრული საჭირო მიმართულებით ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system