თავში

ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა
ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა

2021 წლის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის (Freedom on the net 2021) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ამის შესახებ დასკვნა ამერიკულმა ორგანიზაციამ Freedom House-მა გამოაქვეყნა.

ინდექსში ქვეყანას მინიჭებული აქვს 77 ქულა, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 ქულით მეტია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ინდექსში მე-9 ადგილზეა სტატუსით „ქვეყანა თავისუფალი ინტერნეტ სივრცით“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო ინდექსში უსწრებს ისე ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, იტალია, ავსტრალია, აშშ და სხვ. 2011 წელს საქართველოს ჰქონდა „ნაწილობრივ თავისუფალი ინტერნეტ სივრცის“ სტატუსი, 2012 წელს კი მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილი ეკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system