თავში

ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას იწონებენ

ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაცია Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთებას მიესალმება.  ასოციაციის პრეზიდენტი უჩა სეთური ამბობს, რომ ეს შეუწყობს ხელს საქართველოში 5G ტექნოლოგიების უსაფრთხო დანერგვას. 

სეთურის განმარტებით, ინიციატივაზე მიერთებით სარგებელს მიიღებენ ასევე საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე წარმოდგენილი ბიზნეს ოპერატორებიც, რომლებიც შეძლებენ ბაზარს შესთავაზონ ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული 5G სერვისები.

„5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ. 5G ინტერნეტი განვითარება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ. Clean Network - ის ინიციატივასთან მიერთების შედეგად, დანერგილი ახალი სტანდარტები ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, იყოს დაცული და თავიდან აირიდოს სხვადასხვა საფრთხეები, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გადინებისა და მათი დაცულობის მიმართ დღეს ჩვენი ქვეყანა, მისი კერძო სექტორი ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის საწყის ეტაპზეა, ამდენად, განვითარების არსებულ ეტაპზე ასეთ გლობალურ ინიციატივასთან მიერთება ხელს შეუწყობს 5G-ის შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დამკვიდრებას და განვითარებას," - განაცხადა მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა.

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქის შეფასებით, Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთება აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. 

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

შეგახსენებთ, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system