თავში

ინტერვენციები - ლარის გამყარების საიმედო საშუალება

ინტერვენციები - ლარის გამყარების საიმედო საშუალება
ინტერვენციები - ლარის გამყარების  საიმედო საშუალება

ეროვნული ბანკი ინტერვენციებს აგრძელებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამით ლარი მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში გამყარდება. დიდი ალბათობით, გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდება. ფაქტობრივად, ინტერვენციები ერთადერთი საიმედო საშუალებაა, რაც ლარის გამყარებას იწვევს. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ფიქრობს, რომ ამის გარეშე ლარი კვეთრად გაუფასურებული იქნებოდა იმასთან შედარებით, ვიდრე არის დღეს.

,,ლარს ინტერვენციები აცოცხლებს და ამით გაცვლითი კურსი მეტნაკლებად სტაბილურ დონეზეა. სებ-ი ასეთ ზომებს რომ არ მიმართავდეს, ლარი უკვე კატასტროფულად იქნებოდა გაუფასურებული. ამით მეტნაკლებად შესაძლებელია, რომ ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურ დონეზე შეინარჩუნოს. ამიტომ თქმა, რომ ინტერვენციებს შედეგი არ აქვს, ასე ნამდვილად არ არის. მთავრობას დღეს სჭირდება ისეთი ლარის კურსი, რომელიც საზოგადოების არ გააღიზიანებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვლება კურსი, ამაზე პროგნოზი შეუძლებელია. გამყარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, არც უნდა გვქონდეს ეს მოლოდინი, გამორიცხულია. თუ ოდნავ გამყარდება მალევე გაუფასურდება, დინამიკაში ამ ტენდენციის შენარჩუნება ვერ ხერხდება, წლებია უკვე. ეკონომიკაში ნეგატიური ტენდენცია მეტია, ამიტომ სებ-ს არა მარტო არჩევნების წინ, მუდმივად უნდა ჰქონდეს მიმართული ყურადღება კურსზე ინტერვენციებით თუ სხვა ზემოქმედებით. ჩვენი ეკონომიკა სხვა ყველაფერს გაუძლებს, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა", - აცხადებს report.ge-თან ლია ელიავა.

ცნობისთვის, 2020 წლის 27 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2237 შეადგინა. 40 მილიონიანი დოლარის ნაკადი შიდასავალუტო ბაზარზე სებ-მა 22 ოქტომბერსაც გამოიტანა.

დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 620 მილიონს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system