თავში

ინტერვენციების ზემოქმედება ლარის კურსზე

ინტერვენციების ზემოქმედება ლარის კურსზე
ინტერვენციების ზემოქმედება ლარის კურსზე

ეროვნული ბანკის ინტერვენციები შეუქცევად სახეს იღებს. თუმცა, რა ძალისხმევაც არ უნდა გასწიოს სებ-მა, ცხადია, ამ პროცესის გავლენა გაცვლით კურსზე კვლავ უმნიშვნელოა. როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი განმარტავს, დაახლოებით 100%-დან კორელაცია ლარის კურსზე12%-ია, რაც ნიშნავს, რომ ინტერვენციების შედეგიანობა სუსტია.

,,მუდმივად იხარჯება რეზერვები, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ პროცესს კურსზე მინიმალური ზემოქმედება გააჩნია. რეალურად სავალუტო კურსს გაუფასურებისკენ უკვე მძლავრი ტრენდი აქვს აღებული. აქედან გამომდინარე, სებ-ს აქამდე უნდა ემოქმედა დოზირებული ინტერვენციებით, რასაც არ აკეთებდა და ახლა უწევს ამ ტენდენციის შეჩერება, რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. თანაც, ეს მხოლოდ ცალმხრივი ინტერვენციებია, რასაც დიდი ეფექტი არ ახლავს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ინტერვენციები გაგრძელდება, მათ შორის, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. ეს არ არის სასურველი, რადგან რეზერვები იხარჯება და ლარს მაინც ვერ შველის, რეიტინგებზე კი ნეგატიურად აისახება. ასეთი ზემოქმედებით ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას არბილებს, მაგრამ ვერ აჩერებს. მისი შეცდომაა, რომ აქამდე არ მიმართავდა ინტერვენციებს, წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა დოზირებულად, მაგრამ თავის ნებაზე მიუშვა კურსი და საბოლოოდ ამან ცუდი შედეგი მოიტანა", - ამბობს ხომიზურაშვილი report.ge-თან.

ცნობილია, რომ 2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.  დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 660 მილიონს გაუტოლდა. საქართველოს 

სავალუტო გაცვლითი კურსით კი, დღეს1 ამერიკული დოლარი 3.2338 ლარი ღირს.  ლარი 0.0007 პუნქტით გამყარდა. ხოლო bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2312 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system