თავში

რა მოცულობის ინვესტიცია შემოდის საქართველოში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან

ინვესტიცია შემოდის საქართველოში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან
რა მოცულობის ინვესტიცია შემოდის საქართველოში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან

საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით, საქართველოსთვის სომხეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ქართულ ტურიზმში ორივე ქვეყნის წილი ანგარიშგასაწევია. 

რაც შეეხება ინვესტიციებს, საქსტატის მიმდინარე წლის 2 კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ჯამში 408 583, 0 ათასი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

მხოლოდ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციებით უმსხილესი ინვესტორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: გაერთიანებული სამეფო 58,9 მილიონი დოლარით, ნიდერლანდი 53,2 მილიონი დოლარით, თურქეთი 31,5 მილიონი დოლარით, აშშ 19,9 მილიონი დოლარით და სლოვაკეთი 16,2 მილიონი დოლარით.

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ამ ჯგუფის ქვეყნებიდან საქართველოში მიმდინარე წლის 6 თვეში განხორციელდა 1 009, 8 ათასი დოლარის ინვესტიცია. 

აზერბაიჯანიდან ინვესტიციები საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემცირდა 13 995, 3 ათასი აშშ დოლარით, ხოლო მეორე კვარტალში 5 119, 5 ათასი დოლარით შემცირდა, წინა წელთან შეადრებით.

სომხეთიდან კი ინვესტიციების წელს გაზრდილია ორივე კვარტალში, პირველ კვარტალში 1 965, 8 ათასი დოლარით, ხოლო მეორეში - 1 345,  ათასი დოლარით.

ამ ჯგუფის ქვეყნებიდან წელს ინვესტიციები საქართველოში გაზრდილია ყველა ქვეყნიდან, გარდა აზერბაიჯანისა და ყაზახეთისა.

იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წილი საქართველოს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, წინა წლებსაც გადავხედოთ.

შარშან აზერბაიჯანიდან საქართველოში 35 788, 9 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2018 წელს აზერბაიჯანელმა ინვესტორებმა საქართველოში 246 384, 7 ათასი აშშ დოლარი ჩადეს, 2017 წელს კი - 460 499,0 ათასი აშშ დოლარი.

სომხეთიდან საქართველოში ინვესტირებული თანხის მოცულობა გასულ წელს 14 198,7 ათას დოლარს გაუტოლდა. 2018 წელს კი სომეხმა ინვესტორებმა 9 650, 0 ათასი აშშ დოლარი ჩადეს, ხოლო 2017 წელს სომხური ინვესტიციები საქართველოში 6 932,0 ათას დოლარს გაუტოლდა.

ცნობისთვის, სპეციალისტების განმარტებით, აზერბაიჯან-სომხეთის საომარი ვითარება მთელს რეგიონს და, მათ შორის, საქართველოს, საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს, რადგან ინვესტორმა ქვეყნაში, რომ საქმეში ფული ჩადოს და ბიზნესი წამოიწყოს, სჭირდება სტაბილური და უსაფრთხო გარემო. რეგიონში, სადაც სამხედრო დაპირისპირბაა, ინვესტირებისგან ყველა თავს იკავებს, რადგან კონფლიქტური წერტილების მიმდბარედ ფულის საქმეში დაბანდება მაღალრისკიან საქმედ ითვლება და ეს ინვესტორებს არ უღირთ, რაც არ უნდა დაბალი და ლიბერალური საგადასახადო პირობები შესთავაზო მათ. ამიტომაც სპეციალისტების მტკიცებით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი საქართველოს ინვესტიციებს დააკარგინებს არამხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან, არამედ, სხვა ქვეყნებიდანაც.

ცნობისთვის, კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system