თავში

ინვესტიციების მობილიზების რა შესაძლებლობა გაუჩნდა საქართველოს

ინვესტიციების მობილიზების რა შესაძლებლობა გაუჩნდა საქართველოს
ინვესტიციების მობილიზების რა შესაძლებლობა გაუჩნდა საქართველოს

"გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების," - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

ბექა ლილუაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად, კერძო სექტორისთვის იყო ადეკვატური.

„ის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ეხება საქართველოში კვალიფიციური მუშახელის განვითარებას, დიგიტალიზაციას, პროცესების ელექტრონულად გარდაქმნას, ასევე რიგ ღონისძიებებს, მაგალითად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას, საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, არის სწორი და მნიშვნელოვანი. ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ ამ თვალსაზრისით საქართველომ გააგრძელოს არსებითი ძალისხმევის და ნაბიჯების გადადგმა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ ზოგადად, ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს და განვითარდეს ქვეყანაში. გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს უცხოური ინვესტიციების განხორციელება, განსაკუთრებით პროდუქტიულობაზე ორიენტირებული ინვესტიციების, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება ეს დარგები, იქ შეიქმნება დამატებითი პროდუქტიულობის შესაძლებლობები, გაიზრდება დასაქმება, ადამიანის შემოსავლები და ა.შ.“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

ცნობისთვის, ეკონომიკის პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობა გრძელდება. მთავრობა ახალ საინვესტიციო გეგმებს ადგილობრივ და უცხოელ ეკონომისტებთან ერთად ამუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system