თავში

ინვესტორებთან მთავრობა არაორდინალურად იმუშავებს

ინვესტორებთან მთავრობა არაორდინალურად იმუშავებს
ინვესტორებთან მთავრობა არაორდინალურად იმუშავებს

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, მოგვიწევს საკმაოდ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. არავითარი ზოგადი წესები, მხოლოდ ინდივიდუალირი მიდგომა", - ასეთია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გახარიასეული გეგმა.  ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვა ასეთი იყო: "რა უნდა შევთავაზოთ ინვესტორებს?" 

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, გლობალური კონკურენცია იმ დონის იქნება, რომ მხოლოდ Doing Business-ში კარგი პოზიციები, სხვადასხვა გამარტივებული პროცედურები, დაბალი კორუფციული რისკები და ა.შ. არ იქნება საკმარისი არც ერთ შემთხვევაში. ამიტომ აქ მოგვიწევს სწრაფი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად ინდივიდუალური მიდგომა და აქ არ იქნება არანაირი წესები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ინდივიდუალური მიდგომის თვალსაზრისით იყოს სრულად უზრუნველყოფილი, რათა ინვესტორებმა კომფორტულად იგრძნონ თავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და ის მიმართულებებიც დაასახელა, რომელიც ინვესტიციების მოსაზიდად პრიორიტეტულია.

„დარგების ნაწილში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური დარგები; ასევე ლოგისტიკა და ყველაფერი, რაც გადაზიდვებთან არის დაკავშირებული, რათა ქვეყნის ლოგისტიკური ფუნქცია სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდეს; მივესალმებით სოფლის მეურნეობის, გადამუშავების დარგში ინვესტიციებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეულმა ინვესტორმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი“, - თქვა პრემიერობის კანდიდატმა.

2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია.

მთავრობა FDI-ის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობს.

საქართველოში FDI მარაგებმა მშპ-ის 100%-ზე მეტი შეადგინა, შედეგად ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკად დასახელდა FDI-მიზიდველობით. 80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა.

ფინანსისტების მოლოდინით, OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება.

მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის. მოლოდინს ამყარებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საერთაშორისო აღიარება.

საქართველო ინვესტიციებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებს.

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიული მასშტაბი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს.

ცნობისთვის, საქართველომ საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეცვალა და პროაქტიულ მოდელზე გადავიდა. პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში დაემატა კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, FDI გრანტები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, FDI გრანტები შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს. ასეთ კომპანიებს საქართვლოს ხელისუფლება მილიონ ლარამდე გრანტს მისცემს იმისთვის, რომ დაიფაროს ხარჯები, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან.

შეგახსენებთ, წელს საქართველოს რეგულარულად სტუმრობენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system