
იორდანია 22 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, 5 აგვისტოდან საერთაშორისო ფრენებს აღადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ავრცელებს.
„მწვანე ქვეყნის“ სიაში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ ავსტრია, გერმანია, კანადა, ჩინეთი, დანია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, იტალია, შვეიცარია, კვიპროსი, გრენლანიდია, ისლანდია, ირლანდია, მალაიზია, მალტა, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ტაივანაი და ტაილანდი.
აღნიშნული ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს იორდანიაში 14-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ, თუმცა გამგზავრებამდე მათ კორონავირუზე PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.
ბელა გელაშვილი
ავტორი