თავში

IPO-ს შემდეგ კომპანიების აქციების ფასი დაეცა

IPO-ს შემდეგ კომპანიების აქციების ფასი დაეცა
IPO-ს შემდეგ კომპანიების აქციების ფასი დაეცა

იმ კომპანიების ნახევარი, რომლებმაც 2021 წელს IPO განახორციელეს და  1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დააგროვეს, განთავსებულზე ნაკლებ ფასად ივაჭრება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.

გამოცემის ცნობით, ასეთ კომპანიებს შორისაა გაერთიანებული სამეფოს საკვების მიწოდების აპლიკაცია Deliveroo, შვედური ალტერნატიული საკვების მწარმოებელი Oatly და ინდური გადახდის გიგანტი Paytm. 

2021 წელს პირველადი საჯარო შეთავაზებები 43 კომპანიამ განახორციელა, ისინი განთავსდა ლონდონში, ჰონგ კონგში, ინდოეთსა და ნიუ-იორკში. Dealogic-ის მონაცემებით, მათი 49% შემოთავაზებულ ფასზე დაბლა ვაჭრობს.

შედარებისთვის, 2019 წლის მსხვილ IPO-ებს შორის, კომპანიების დაახლოებით მესამედმა აჩვენა ფასების ვარდნა პლასტაციის დონეზე ქვემოთ, ღია ბაზარზე შესვლიდან ერთი წლის შემდეგ. 2020 წელს მათი წილი მხოლოდ 27% იყო. 

IPO-ს შემდეგ კომპანიების ფასიან ქაღალდებზე ფასების კლება ხდება მთლიანი ბაზრის სწრაფი ზრდის მიუხედავად. ამრიგად, ამერიკულ საფონდო ინდექსს Standard & Poor's 500 წელს 24% დაემატა.

Ernst & Young-ის მონაცემებით, წელს IPO-ების მთლიანმა მოცულობამ რეკორდული 330 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system