თავში

იპოთეკურ სესხებს მთავრობა დაასუბსიდირებს

იპოთეკურ სესხებს მთავრობა დაასუბსიდირებს
იპოთეკურ სესხებს მთავრობა დაასუბსიდირებს

მთავრობა მოქალაქეებს ახალ იპოთეკურ სესხებს წლის ბოლომდე დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გვაქვს გეგმა, რომელიც დაეხმარება არა მხოლოდ კომპანიებს, არამედ ადამიანებს, ვინც გეგმავს ბინის შეძენას ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი. ყველა რისკი სახელმწიფოსგან იქნება დაზღვეული. დღეიდან, წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს ყველა იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“, - განაცახდა გახარიამ.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა იდეას ეროვნული ბანკი იწონებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system