თავში

იპოთეკური სესხები წლიურად 7.1%-ით შემცირდა

იპოთეკური სესხები წლიურად 7.1%-ით შემცირდა
იპოთეკური სესხები წლიურად 7.1%-ით შემცირდა

2021 წლის დასაწყისში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მცირედი წლიური კლება შეინიშნება. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, 1-11 იანვრის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 7.1%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამკლებით).

აქვე აღნიშნულია, რომ 7 იანვრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7-დღიანი საშუალოს წლიურმა ცვლილებამ -7% შეადგინა.

ორგანიზაციამ შეაჯამა სუბსიდირების პროგრამის ეფექტი უძრავი ქონების ბაზარზე. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 0.7 მლრდ ლარის ახალი იპოთეკა გაიცა, რაც, ივლისის შემდეგ, ჯამური გაცემების დაახლოებთ მესამედია, რაც იმას ნიშნავს, რომ, სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალი ბინების დინამიკა სექტემბერ-ნოემბერში პოზიტიურია.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ გაყიდვებში ახალი ბინების წილი ბაზრის 68%-მდე გაიზარდა სუბსიდირების პროგრამის დაწყებამდე, ივნისში ახალი ბინების ფასი (დოლარი) წლიურად დაახლოებით -10%-ით იყო შემცირებული, ხოლო სექტემბერ-ნოემბრის მდგომარეობით, დაახლოებით, 2019 წლის მსგავს ნიშნულს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, იპოთეკურსი სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულდა.. დეველოპერული კომპანიები კი მის გაგრძელებას ითხოვენ. მათი თქმით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. დეველოპერების მტკიცებით, ამ პროგრამით მოგებაშია როგორც კერძო სექტორი ისე თავად სახელწიფო, რადგან ამ სექტორის დაფინანსება მომგებიანი და მაღალი უკუგების ინვესტიციაა.

საქართველოს მთავარი ბანკირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამბობს, რომ ქვეყანას მომავალ წელს დამატებითი სუბსიდირების რესურსი არ აქვს..

ოთხ თვესა და ორ კვირაში 5,636 იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა. ამ სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 543 მილიონ ლარს. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე პიკური თვე სექტემბერი იყო, როდესაც ჯამში 1,765 სესხი დასუბსიდირდა ჯამში 169 მილიონი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სესხების საშუალო მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს 89 ათასი ლარიდან 110 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სუბსიდირების პროგრამა ძირითადად ეხმარება საცხოვრებელი ბაზრის ეკონომ სეგმენტს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირებულ სესხებს 30-35% უკავია.

სუბსიდირების პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე ასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი, აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

შეგახსენებთ,2020 წელს მოქმედი სამშენებლო სექტორის მხარდამჭერი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გარდამავალი ხარჯი 35,0 მლნ ლარია.

მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების გაგრძელებას არ გეგმავს.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარი იყო.

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში“ იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერ პროგრამას დაიწყო. პროგრამას ორ კომპონენტად ამუშავებდა: - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელი იყო, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system