
2021 წლის დეკემბერში, იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა დადებით ნიშნულზე დარჩა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა დადებით ნიშნულზე დარჩა და 2019 წელთან შედარებით 13% შეადგინა.
1-26 დეკემბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2019 წელთან შედარებით, ზრდამ 51% შეადგინა.