თავში

იპოთეკური სესხების პროცენტი 82 პირს დაუსუბსიდირდა

იპოთეკური სესხების პროცენტი 82 პირს დაუსუბსიდირდა
იპოთეკური სესხების პროცენტი 82 პირს დაუსუბსიდირდა

"იპოთეკური სესხები და ბინათმშენებლობების პროგრამის დახმარება, რომლითაც, დღევანდელი მონაცემებით, 82-მა ადმაიანმა ისარგებლა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროგრამა გრძელდება და მშენებლობის სექტორის გამოცოცხლებას ემსახუება, მეორე მხრივ, მოქალაქეებს ეხმარება დაზოგონ თანხა კრიზისში.

ცნობისთვის, "თიბისი რისერჩის" ინფორმაციით, ივლისში გაცემული იპოთეკური სესხების 27% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. ბაზარი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტის მოლოდინშია.

იპოთეკური სესხების სუბსიდირების ეფექტით კმაყოფილია ეროვნული ბანკიც.

შეგახსენებთ, იპოთეკურ სესხებზე სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

დადგენილების მიხედვით, ძალაშია ჩამკეტი მექანიზმი, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს. დაფინანსება აღდგება იმ შემთხევვაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.

წესების მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებულ და ცვლად განაკვეთში იპოთეკური სესხების გაცემის მოდელი. ორივე შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უშუალოდ 4%, არამედ „არაუმეტეს 4%-ია“. შესაძლებელია სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება აუცილებლად 4%-ის ტოლი არ იყოს.

ფიქსირებული განაკვეთის სესხების შემთხვევაში თანადაფინანსების სტრუქტურა გამოითვლება ფორმულით - ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%-ით. ეს დღეს არსებულ ვითარებაში 8.25%-ს მინუს 4.25%-ია, რაც 4%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება და მაგალითად 8% გახდება, მაშინ თანადაფინანსების პროცენტი 4%-ის ნაცვლად 3.75% იქნება.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

"აწარმოე საქართველოში-მ“ იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერ პროგრამა დაიწყო. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system